ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გოჩა შაინიძემ შერეული საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონატზე, GFC 19-ზე (Georgian Fighting Championship) წარმატებით იბრძოლა და სრული დომინაციით ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა. GFC 19-ი თბილისში, ახალ სპორტულ სასახლეში ჩატარდა, სადაც 6 ქვეყნის 9 წარმომადგენელი მონაწილეობდა. გოჩა შაინიძე საქართველოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში და შავი ზღვის თასის მფლობელი კიკბოქსინგში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გოჩა შაინიძეს ულოცავს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
უკან |