ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნათია წიკლაშვილი და დეკანის თანაშემწე, ასისტენტ-პროფესორი თამარ ფოლადაშვილი სამუშაო შეხვედრით იმყოფებოდნენ ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებათა და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ ამავე უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირინა პილვერე, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანდრა ზვირბულე და საერთაშორისო ურთიეროთბების სამსახურის ხელმძღვანელი ვალდემარს ბარისი. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ერთობლივი და ორმაგი პროგრამების შემუშავება, სტუდენტთა პრაქტიკისა და სხვა სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტების დაახლოება.
ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებათა და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი პარტნიორობას გაუწევს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.
უკან |