ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისთვის“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ, ასისტენტ პროფესორებმა ქეთევან გოლეთიანმა და გიორგი ქათამაძემ მონაწილეობა მიიღეს 4-5 მაისს, რუმინეთში, ქალაქ სუჩავაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში „გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისთვის“. ბადრი გეჩბაიამ სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „საქართველოს რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკა: არსებული რეალობის ანალიზი“, ასისტენტ პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა - „ლოგისტიკური სერვისების განვითარების ტენდენციები აჭარის რეგიონის ტურიზმის სექტორში“ და ასისტეტნტ პროფესორმა გიორგი ქათამაძემ - „კრიზისი როგორც ბიზნეს სუბიექტების დაჩქარებული განვითარების შესაძლებლობა“.

კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება ჟურნალში „The USV Annals of Economics and Public Administration“.

ასოცირებულ პროფესორ ბადრი გეჩბაიას და ასისტენტ პროფესორ ქეთევან გოლეთიანის კონფერენციაში მონაწილეობა დაფინანსებული იყო აჭარის ა.რ. რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ „სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა