ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში (პრაქტიკის პრიზმით დანახული რეალობა)’’

სურათი

8 ივნისს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 423-ე აუდიტორიაში ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბესიკ ბოლქვაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: ,,საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში (პრაქტიკის პრიზმით დანახული რეალობა)’’. ლექციაში განხილული იქნება: სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის ტრენდები; საინვესტიციო სტატისტიკის, საინვესტიციო მარკეტინგისა და საინვესტიციო ციკლის მართვის თავისებურებები; სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ურთიერთობის ცალკეული ასპექტები; სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის საინვესტიციო მოდელები; ინვესტორთა ,,პორტრეტი’’ და სხვა აქტუალური საკითხები. საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა