ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. „დეპუტატის საათის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ ისაუბრა ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით ბიუჯეტის ფორმირების, საბიუჯეტო მოწყობისა და პროცედურების საკითხებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე, საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობ სერვისებსა და სიახლეებზე. ტიტე აროშიძემ ახალგაზრდებს წარუდგინა ვებპლატფორმა chaerte.sca.ge. ახალი ონლაინპლატფორმა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად ჩანიშნონ შეხვედრები უმაღლესი საბჭოს წევრებთან, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები ამა თუ იმ კანონის პროექტზე, შეიტანონ პეტიცია და დაესწრონ სხდომას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა