ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა

სურათი

12-14 მაისს, საბერძნეთის ეგეოსის ზღვის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ. საერთაშორისო კონფერენციაზე გიორგი აბუსელიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: „ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება, რეალობა, გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ემპირიული ანალიზი და ინოვაციური მიდგომები“. ფორუმის დასრულების შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი კვლევების და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობის ორგანიზება და განხორციელება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა