ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ვიზიტი მიკოლას რომერის უნივერსიტეტში

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ნათია წიკლაშვილი 17-22 აპრილს მიწვეული იყო ლიეტუვაში, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში. შეხვედრები შედგა საზოგადოებრივი უსაფრთხოების აკადემიის დეკანთან პროფესორ  სნიეგულე მატულნეს, დეკანის მოადგილე პროფესორ აურელია პურაიტესა და   საერთაშორისო პროექტების მიმართულებით დეკანის თანაშემწე კატერინა პოლუპანოვასთან. ასევე შეხვედრა გაიმართა საჯარო მმართველობისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან პროფსორ გიედრე ვალუნაიტე ოლეშკევიჩენესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაცვლით პროგრამებში სტუდენტების უფრო აქტიურად ჩართვის,  სტაჟირებისა და მკვლევრების ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადების საკითხები. დაიგეგმა ერთობლივი პროგრამების მომზადებისთვის შემდგომი შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში, 19 აპრილს შედგა შეხვედრა მდგრადი ინოვაციების ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, პროფესორ ჟანეტა სიმანავიჩინესთან, რომელსაც გადაეცა ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა