ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს მიკოლას რომერის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა 18-19 აპრილს მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში (ქ. ვილნიუსი, კაუნასი), მიკოლას რომერის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების აკადემიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში. პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ (თანაავტორი ასისტენტ პროფესორი ქ.გოლეთიანი) მოხსენება წარადგინა თემაზე: ,,ადამიანური რესურსების როლი კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“, ასისტენტ პროფესორმა გიორგი ქათამაძემ (თანაავტორი ასოცირებული პროფესორი ნატო ჯაბნიძე)  მოხსენება წარადგინა თემაზე: მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრის დივერსიფიკაციის თანამედროვე გამოწვევები, ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა (თანაავტორები ასოცებული პროფესორები ირინე თავაძე, ირინე ვაშაყმაძე, ნატალია რობიტაშვილი): ,,ტურიზმის გავლენა ფინანსური ბაზრების ფორმირებაზე საქართველოში“.

პროფესორ ბადრი გეჩბაიას, ასისტენტ-პროფესორების გიორგი ქათამაძის და ნარგიზ ფალავანდიშვილის ფორუმში მონაწილეობა დაფინანსებული იყო ბსუ-ს ბიუჯეტიდან „უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის“ პროექტის ფარგლებში.

მასპინძელი, პარტნიორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მზაობა გამოხატეს ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო კვლევების ორგანიზების მიმართულებით.  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა