ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ -2024 გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება - 2024“ გაიხსნა. ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება და უახლესი სამეცნიერო კვლევების შესახებ მოხსენებებს წარმოადგენენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკვლევრები, მათ შორის პოლონელი, უკრაინელი, რუმინელი, ბულგარელი, ლიეტუველი, ლატვიელი და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები.  კონფერენციის 140 მონაწილე შემდეგი სექციური მიმართულებით იმუშავებს: ეკონომიკა, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი, ტურიზმი.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილი, აჭარის ა.რ. განათლების კუტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის. ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ეთერ ხარაიშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ესტონეთის მეწარმეობისა და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ოლჰა პროკოპენკო და  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტოფ ვოჩი.

 

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:

ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები;

დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები ციფრულ ეკონომიკაში; ფინანსური ეკონომიკა; განათლების ეკონომიკა და მისი ციფრული ტრანსფორმაცია;

გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები;

სოციალური პრობლემები, როგორც ახალი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაპირობები;

რეგიონული ეკონომიკის პრობლემები;

ბიზნესის განვითარების პრობლემები;

ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები;

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში;

ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები.

კონფერენციას პარტნიორობას უწევს  უწევს ქართული და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი, ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შემსწავლელი უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“. კონფერენციის პარტნიორები არიან აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა