ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების კრიზისი და მისი პრევენცია პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში“ (პროექტის ხელმძღვანელი ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე) დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება და მონოგრაფიის პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა COVID-19-ის პანდემიის გავლენის შესწავლა მიკროეკონომიკურ ჭრილში, სადაც არის არამხოლოდ ბიზნესის შიდა ფაქტორების, არამედ სახელმწიფო გადაწყვეტილებების ანალიზიც, რომელიც მნიშვნელოვანი, აქტუალური და საყურადღებოა სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. კვლევის შედეგად მიღებულია პრაქტიკულად გამოყენებადი შედეგები, რომელიც სრულიად ასახულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე, ასევე კვლევა სრული მოცულობით წარმოდგენილია ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) მონოგრაფიაში.
მონოგრაფია მომზადდა და დაიბეჭდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. [გრანტის ნომერი YS-22-548].
პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც პროექტის მასპინძელი, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, სახელმწიფო ინსტიტუციების, განათლების და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები.
უკან |