ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვროცლავის მერიტო უნივერსიტეტის ბიზნესის კვირეულში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვროცლავის მერიტო უნივერსიტეტს (WSB MERITO UNIVERSITY IN WROCŁAW)  შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს და ბსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით, ვროცლავის მერიტო უნივერსიტეტის ბიზნესის კვირეულში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტმა  - ანანო კუკულაძემ, გვანცა ზოიძემ, მარი თურმანიძემ, ანი ართმელაძემ  და ნიკო ლეონიძემ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ტიტე აროშიძე გამგზავრებამდე პროექტში მონაწილე სტუდენტებსა და მენტორს, ასისტენტ ნინო კონცელიძეს შეხვდა და წარმატებები უსურვა.

ბიზნესს კვირეულში მონაწილე 12 ქვეყნის 45 სტუდენტმა ჯგუფურ დისკუსიებსა და დებატებში ჩართვის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე მოამზადეს დასკვნითი პროექტი. ბსუ-ს ჯგუფი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობითა და წარმატებით, რაც აღნიშნეს პროექტის ორგანიზატორებმა. სტუდენტებსა და მენტორს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები (3 კრედიტი).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა