ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„ერასმუს +“- ის აკადემიური მობილობის ფარგლებში მოწვეული მასწავლებელი თამთა ვარშანიძე პოლონეთში იმყოფებოდა

სურათი

მიმდინარე წლის 5-9 მაისს, „ერასმუს +“- ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტის მოწვეულმა მასწავლებელმა თამთა ვარშანიძემ ლექციები ჩაატარა კროსნოს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებთან.

ლექციის თემატიკა შეეხებოდა სტრატეგიული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევებს და ხელოვნური ინტელექტის როლს ბიზნეს სტრატეგიების განვითარების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები კროსნოს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, გაზიარებულ იქნა გამოცდილება და განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა