ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

მსოფლიო ბანკის ექსპერტის საჯარო ლექცია თემაზე: „სამუშაო ადგილებისა და უნარების მომავალი საქართველოში“

სურათი

ბსუ-ში მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა, საიდა ისმაილახუნოვამ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,სამუშაო ადგილებისა და უნარების მომავალი საქართველოში“. მონაწილეებმა  ინფორმაცია მიიღეს იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ახალი ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური დინამიკის შედეგად ვითარდება და გავლენას ახდენს პროფესიულ მიმართულებებზე.

შეხვედრა გახსნეს ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მერაბ დიასამიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მსგავსი ტიპის შეხვედრების როლს განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გლობალური საერთაშორისო ინსტიტუტის  - მსოფლიო ბანკის საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, ასევე ჩატარდა ინტერაქციული აქტივობა, რომელიც გუნდური მუშაობის, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.

საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა და მას შემდეგ ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა