ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტები ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ

სურათი

ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 29-31 მაისს თბილისის ,,შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა - საბა ვარშანიძემ და საბა თურმანიძემ. სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის სტუმრებმა, მათ შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, ფინ-ტექ ინდუსტრიის ლიდერებმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და ფინანსური და ეკონომიკური სფეროს ექსპერტებმა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები ფინანსური სექტორის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებსა და მიმდინარე ტენდენციებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ფინანსური სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.

მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონულ ინიციატივებსა და პროექტებზე, რომლებიც მოიცავდა ტრანსსასაზღვრო გადახდების სისტემების ინტეგრაციას, ფინტექ ინოვაციების ხელშეწყობას და ღია ბანკინგის რეგულირებას. კონფერენციის ერთ-ერთი პანელი მიეძღვნა ცენტრალური ბანკების როლს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ფინანსური რისკების მართვისა და მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობის მიმართულებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა