
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ფინანსების“ და „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა ასოც. პროფესორ რამინ ცინარიძის და მოწვეული უფროსი მასწავლებლის ალეკო მელაძის ხელმძღვანელობით საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი" (ადლია) - მოინახულეს.
შემოსავლების სამსახურის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სემინარის გასვლითი ტური მიზნად ისახავდა საზოგადოებაში საბაჟო ცნობიერების ამაღლებასა და სტუდენტების დახმარებას პროფესიულ ორიენტაციაში. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლების დახმარებით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, პრაქტიკულად გაცნობოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საბაჟო საზღვრის კვეთის პროცესს, დათვალიერებისა და გაფორმების, საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის, სკანირების თავისებურებებს.
ასევე, სტუდენტებმა პრეზენტაციის სახით ინფორმაცია მიიღეს საბაჟო ფორმალობების, საბაჟო პროცედურების, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონის სპეციფიკის, საბაჟო რისკების რანჟირებისა და პრევენციების შესახებ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებებიც დაიგეგმა.
უკან |