
5-6 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი საგრანტო კვლევითი პროექტის „მოსახლეობის სოციალური რისკების წარმომქმნელი ფაქტორების კვლევა და მართვის შესაძლებლობების შეფასება ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე (ფინანსურ-ეკონომიკური ანალიზი)” ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში International Conference on Business Analytics and Decision Analysis (ICBADA-25), რომელიც გაიმართა სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა).
კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორი ასიე ცინცაძე, ასოცირებული პროფესორი ლელა ონიანი და ასისტენტ-პროფესორი თამარ ღოღობერიძე. მონაწილეობა კონფერენციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო უნივერსიტეტის კვლევითი პროექტების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის კუთხით.
უკან |