ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკური და ბიზნეს პროცესების სიმულაცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დაინერგა FLEXSIM-ის პლატფორმაზე დაფუძნებული ეკონომიკური და ბიზნეს პროცესების სიმულაციური თამაში. FLEXSIM არის კომპიუტერული პროგრამა, რომლის ბაზაზე შექმნილი სიმულაცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს ვირტუალურ გარემოში მართონ წარმოება, რესურსები, მარაგები და გაყიდვები, მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

FLEXSIM ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალი წამყვანი კომპანიის მიერ პროცესების მოდელირების, ანალიზისა და ოპტიმიზაციის მიზნით. ასევე, უნივერსიტეტებსა და ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში, როგორც სასწავლო, ისე კვლევითი მიზნებით.

სიმულაცია დაეხმარება სტუდენტებს პრაქტიკული აზროვნების, სტრატეგიული დაგეგმვის, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული უნარების განვითარებაში. სწავლება მოითხოვს მათგან მონაცემთა ანალიზს, ეფექტიანი ალტერნატივების შეფასებას,

სასწავლო კურსი ,,ეკონომიკური და ბიზნეს პროცესების სიმულაცია“  ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა  და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამებში არჩევითი კურსის სახით დაემატება. მას ასისტენტ პროფესორი გიორგი ქათამაძე და მოწვეული მასწავლებელი გიორგი აბაშიძე გაუძღვებიან. მათ  ბსუ-ს რექტორს ბატონ ტიტე აროშიძესა და  ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პერსონალს წარუდგინეს სიმულაციური თამაში საჩვენებელი ვერსია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა