
6 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა ვაჟა ვერულიძემ, მოწვეულმა მასწავლებელმა პაატა ბოლქვაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე შაინიძემ ბათუმის II საჯარო სკოლაში, XI კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს საჯარო ლექცია თემაზე: „სახელმწიფო და გადასახადები“.
ლექცია სიმულაციური თამაშის ფორმატში წარიმართა, სადაც მოსწავლეთა ერთი ნაწილი წარმოადგენდა ბიზნეს სექტორს, რომელიც იხდიდა გადასახადებს, მეორე - მოითხოვდა პროგრამების დაფინანსებას, ხოლო მესამე ნაწილი წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს, რომელიც განიხილავდა მხარჯავი დაწესებულებების განაცხადებს და განსაზღვრავდა დასაფინანსებელი თანხის მოცულობას.
უკან |