უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ „მოტივატორის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. სტუდენტური პროექტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ინიციატივით შექმნილი მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „რევოლუციის“ ორგანიზებით განხორციელდა. 24 კონკურსანტიდან კომპანიამ 6 გამარჯვებული სტუდენტი დაასაქმა და პროექტში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა საუკეთესო მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ორთვიანი პროექტი „მოტივატორი“ 4 ეტაპისგან შედგებოდა, ახალგაზრდები ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდნენ. სტუდენტებმა მარკეტინგის თეორიული, პრაქტიკული ცოდნა მიიღეს და ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორებში არსებული გამოცდილება გაიზიარეს. მათ ასევე გამოუმუშავდათ ლიდერობის, გაყიდვების, დროის კონტროლისა და ფინანსების ოპტიმალურად გამოყენების უნარ-ჩვევები.
უკან |