ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები

სურათი

მარკეტინგის სპეციალობის II კურსის სტუდენტმა ზურაბ ჭაღალიძემ მონაწილეობა მიიღო 2015 წლის 29-30 მაისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩატარებულ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციში. სესიაზე ქართველმა და უკრაინელმა სტუდენტებმა ლოჯისტიკის, მომსახურების ხარისხის, საკრუიზო ტურიზმისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხებზე ნაშრომები წარმოადგინეს. ზურაბ ჭაღალიძემ პროფესორ გელა მამულაძის ხელმძღვანელობით მოხსენება წაიკითხა თემაზე: ,,ელექტრონული მთავრობის ფორმირების თავისებურებები საქართველოში“.  სადაც მის მიერ ძირითადი აქცენტები გაკეთებული აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მისი გადაწყვეტის გზებსა და მნიშვნელობაზე.

ზურაბ ჭაღალიძემ მონაწილეობა მიიღო ასევე საქართველოს ბიზნესის აკადემიის ორგანიზებით 11-12 ივნისს გამართულ მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაში „ბიზნესის განვითარების პრობლემები გლობალური ეკონომიკის პირობებში“. ახალგაზრდები სესიაზე სწავლებისა და სწავლის სფეროს შესაბამისი აქტუალური და საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ. კონფერენციის ძირითადი სხდომის მასალები კრებულის სახით გამოიცა, ხოლო მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზურაბ ჭაღალიძემ პროფესორ გელა მამულაძის ხელმძღვანელობით მოხსენება წარადგინა თემაზე: ,,ელექტრონული მთავრობის ფორმირების თავისებურებები საქართველოში“. მომხსენებლმა ისაუბრა აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მისი გადაწყვეტის გზებსა და მნიშვნელობაზე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა