ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ააიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის პროექტის „ბათუმის ახალგაზრდული მერიის“ ეგიდით შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ქალთა უფლებები და მედის როლი“. სტუდენტებმა და პროექტის მონაწილეებმა გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელ თამილა დოლიძესთან ერთად გენდერთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, გენდერულ თანასწორობასა და მედია უფლებებზე იმსჯელეს. შეხვედრა ბაათუმის ახალგაზრდული მერიის ტრეინგ- სემინარების ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |