ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„I-Net” პროექტის ფარგლებში სამუშო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ვიშეგრადის ფონდის მიერ “I-Net” (ინტერნაციონალიზაციის ქსელი) პროექტის ფარგლებში ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშო შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზანად ისახავს ინტერნაციონალიზაციას მეზობელ აღმოსავლეთ ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. პროგრამის ფარგლებში იქმნება ვებპლატფორმა, რომელიც  ახალი ერთობლივი პროექტების, გაცვლითი პროგრამების, ტრენინგებისა და კვლევების ხელშეწყობას ითვალისწინებს. სომხეთის, ბელორუსიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, საქართველოს, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა და შესრულებული სამუშოების შედეგები შეაჯამეს. პროექტის მონაწილეებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კოორდინატორმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ლილით მელოიანი-ფუტკარაძემ წარმუდგინა.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებგვერზე: http://www.int-net.org


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა