ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკურსი ჩაუტარდათ ბანკ "რესპუბლიკაში" ბიზნეს სესხების საკრედიტო ოფიცრის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და ბანკ "რესპუბლიკას" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა .
საკრედიტო ოფიცრის ვაკანტურ ადგილებზე შერჩეული იქნენ ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები ნინო ჩაგანავა, დათო ხაბაძე, გიორგი წულუკიძე და საბუღალტრო და საგადასახადო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი კობა ნაკაშიძე.
ბანკ "რესპუბლიკას" აღნიშნული დაინტერესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.
უკან |