ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“, გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმი" (ადლია) და ბათუმის სერვისცენტრები მოინახულეს. გაცნობითი ხასიათის ვიზიტ-სემინარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციათივით ჩატარდა და მიზნად ისახავდა საზოგადოებაში საგადასახადო ცნობიერების ამაღლებასა და სტუდენტების დახმარებას პროფესიულ ორიენტაციაში. შემოსავლების სამსახურის საბაჟო და მომსახურების დეპარტამენტების თანამშრომლების დახმარებით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ გაცნობოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრებისა და ტვირთების გატარების პროცესს, დათვალიერებისა და გაფორმების სპეციფიკას, სკანირების თავისებურებებს. ასევე, ინფორმაცია მიიღეს. ბათუმის სერვისცენტრის მიერ დანერგილი მომსახურების შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის სამომავლო ღონისძიებებიც დაიგეგმა.
უკან |