ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები მონაწილეობას მიიღებენ პროფესორების კვირეულში, რომელიც მაისში, ვროცლავში გაიმართება-გადაწყვეტილება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორი ვლადიმერ ღლონტის ვროცლავის საბანკო უმაღლეს სკოლაში ვიზიტის დროს მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ ღლონტი ვროცლავის საბანკო უმაღლესი სკოლის (აკადემიის) კანცლერს, პროფესორ მარეკ ნატალის, მენეჯმენტისა და ფინანსების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თომას კოპისკანსკის და აკადემიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ იაროსლავ ტომაშევსკს შეხვდა. დაიგეგმა კონკრეტული თანამშრომლობა ეკონომიკისა და ბიზნენის ფაკულტეტსა და აკადემიას შორის, რომელიც ითვალისწინებს პროფესორებისა და სტუდენტების მობილობას, სწავლა-სწავლების გამოცდილების და მეთოდების გაზიარებას, სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას და თანამედროვე სიმულაციური პროგრამების დანერგვას სასწავლო პროცესში.
უკან |