ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საჯარო ლექცია სოციალურ პოლიტიკაში

სურათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის   საჯარო ლექცია გამართა. ლექცია  სოციალურ პოლიტიკას, საზოგადოების სოციალური დაცვის მექანიზმს და იმ სოციალურ პროექტებს შეეხებოდა, რომლებიც მთლიანად ქვეყანასა და აჭარის ა/რ  რესპუბლიკაში ხორციელდება. სტუდენტებმა, უშუალოდ მინისტრის მოადგილისაგან მიიღეს ინფორმაცია სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებსა და   მიღწევებზე, აგრეთვე  პასუხები მათთვის საინტერესო   კითხვებზე.
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მოხსენება  სალექციო კურსის „ეკონომიკური პოლიტიკის“ (პროფ. ნ.წიკლაშვილი) ფარგლებში ჩატარდა. საჯარო ლექციები ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის დაგეგმილია სილაბუსით გათვალისწინებული თემების მიხედვით,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სამინისტროების პასუხისმგებელ პირებთან.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა