ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკატერინე ბახტაძის საჯარო ლექცია ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის

სურათი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ბახტაძემ  ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის   საჯარო ლექცია გამართა.  მოხსენება  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ეკონომიკურ პოლიტიკასა და  იმ   პროექტებს შეეხებოდა,  რომლებიც აჭარის ა/რ  რესპუბლიკაში ხორციელდება. სტუდენტებმა, უშუალოდ ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსისგან მიიღეს ინფორმაცია  რეგიონის პოლიტიკურ სფეროში არსებულ პრობლემებსა და   მიღწევებზე, აგრეთვე  პასუხები მათთვის საინტერესო   კითხვებზე.
ეკატერინე ბახტაძის მოხსენება  სალექციო კურსის „ეკონომიკური პოლიტიკის“ (პროფ. ნ.წიკლაშვილი) ფარგლებში ჩატარდა. საჯარო ლექციები ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის პროგრამით  გათვალისწინებული თემების მიხედვით იმართება.   დაგეგმილია შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სამინისტროების პასუხისმგებელ პირებთანაც.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა