11-16 აპრილს, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დელეგაცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ვლადიმერ ღლონტისა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტების, დავით ფარტენაძესა და გიგა ბერაძის შემადგენლობით ვროცლავის საფინანსო უმაღლეს სკოლას ეწვია. ვიზიტის მიზანი უმაღლეს სასწავლებლებს შორის სამომავლო და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება, საერთო ტრენინგ-კურსების ჩატარება, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლითი პროგრამები, საერთო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა და გამოცდილების გაზიარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები პროექტების მენეჯმენტის ტრენინ-კურსებში მონაწილეობდნენ, რომელიც სიმულაციურ თამაშ „მასავა''-ს პლატფორმაზე ტარდებოდა. სტუდენტებმა ჯგუფური მუშაობის საშუალებით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის შესახებ.
სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებისთვის იგეგმება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებელთა ვიზიტიც პოლონეთის ქალაქ ვროცლავში.
უკან |