18-19 მაისს, უკრაინაში, ჩერნიგოვის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტებმა ანა ახვლედიანმა, თათია ზაქარაძემ და დავით კონცელიძემ (მეცნიერ-ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - ბადრი გეჩბაია) სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია თემაზე -“ახალგაზრდული მეცნიერება - 2016: საზოგადოების განვითარების სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ასპექტები“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა .
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს საპატიო სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |