ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბიალისტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის ევა სადოვსკას საჯარო ლექცია

სურათი

6-8 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიალისტოკის (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის   ევა სადოვსკას საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიება  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა და ის ევროკავშირში შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, პროფესიული უმოქმედების პრობლემებს და ევროკავშირის დასაქმების პოლიტიკას  შეეხებოდა.

ევა სადოვსკას ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან ვლადიმერ ღლონტთან, დეკანის მოადგილეებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე სტუმარმა საზოგადოებას ბიალისტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე და გაცვლით პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.  შეხვედრაზევე დაიგეგმა „ერასმუს+“- ის პროგრამაში  თანამშრომლობა და უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმება.
ევა სადოვსკას საჯარო ლექცია „ერასმუს+'' -ის  აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა