ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები შემოსავლების სამსახურის საგანმანათლებლო სემინარის განმეორებით გასვლით ტურში მონაწილეობდნენ. სტუდენტები (პირველი ჯგუფი - ხელმძღვანელი: პროფესორი ვაჟა ვერულიძე) „ბათუმის აეროპორტსა“ და შემოსავლების სამსახურის ბათუმის სერვისცენტრს ეწვივნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს საჰაერო საზღვრის კვეთის სპეციფიკისა და სერვისცენტრის მიერ დანერგილი მომსახურების შესახებ.
სემინარის გასვლით ტურის მეორე დღეს სტუდენტებს (მეორე ჯგუფი - ხელმძღვანელები: ასისტენტ-პროფესორი რამინ (მათე) ცინარიძე და ასოცირებული პროფესორი ია მესხიძე) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმი" დაათვალიერებინეს. მათ შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრებისა და ტვირთების გატარების პროცესს, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის დათვალიერებისა და სკანირების მექანიზმს.
გაცნობითი ხასიათის ვიზიტ-სემინარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციათივით ჩატარდა და მიზნად ისახავდა საზოგადოებაში საგადასახადო ცნობიერების ამაღლებასა და სტუდენტების დახმარებას პროფესიულ ორიენტაციაში.
შემოსავლების სამსახურსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შემდგომი თანამშრომლობის ღონისძიებები დაიგეგმა.
უკან |