ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან დასაქმების ხელშეწყობის მიზნით „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. „თიბისი ბანკის“ ბათუმის ფილიალის დირექტორმა დავით ბოჭორიშვილმა, აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალური დირექტორის მოადგილემ ნათია ვარშალომიძემ, გაყიდვების კოორდინატორმა დავით გოგიბერაშვილმა სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს, „თიბისი ბანკის“ ისტორია, მისია, მიზანი გააცნეს და ახალგაზრდებს შესთავაზეს სტაჟირების პროგრამა სამ ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით. თანამშრომლობის ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და „თიბისი ბანკს“ შორის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა.
უკან |