ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტუდენტთა სოციალური პროექტები

სურათი

2016  წლის 8-10 ივნისს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ,,მენეჯმენტის“ სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა (ლ.ფუტკარაძე, თ.ჭაღალიძე, თ.რომანაძე, თ.ცეცხლაძე,    თ. ვარშანიძე, დ.გვიანიძე, მ.ბოლქვაძე, ტ.ალიევი)  შეიმუშავეს და განახორციელეს სოციალური პროექტები- „გაიგე მეტი შშმ პირთა შესახებ“   და   ,,დრო მიდის, კადრები კი რჩება’’.
პროექტი- „გაიგე მეტი შშმ პირთა შესახებ“  მიზნად ისახავდა  სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობას  შშმ  პირთა უფლებებისა შესახებ და მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას, ხოლო პროექტის -,,დრო მიდის, კადრები კი რჩება’’  მიზანი   ხანდაზმულებისათვის ერთი დღის გალამაზება და   საზოგადოების მხრიდან თანადგომის  გამოხატვა იყო.
სტუდენტთა სოციალური პროექტები სასწავლო კურსის - „პროექტების მართვის“ ფარგლებში შემუშავდა და სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ემსახურებოდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა