ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.  ვიზიტის მიზანი 1-3 სექტემბერს დაგეგმილი ერთობლივი სამეცნიერო სემინარის ჩატარება და  მოსამზადებელი  სამუშაოების   გაცნობა იყო.

ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები:  აიგულ ქილინჩი - ეკონომიკისა და  ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ალიჯან ქაფთი - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ომერ ლიმანდი-ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი, მურათ ბერბეროღლუ - ბიზნეს ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მკვლევარ - ასისტენტები, თურქეთის გენერალური კონსულის მოადგილე ბათუმში საით ფაიქ გულშენი   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე  ერთობლივი ვორქშოპის თემა, მომხსენებელთა რაოდენობა   და სხვა ტექნიკური დეტალები განიხილეს. სამეცნიერო სემინარი   საჯარო პოლიტიკას შეეხება და  შვიდი   სექცია ორ უნივერსიტეტში  ერთობლივად  გაიმართება.  

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა