ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

შეხვედრა პირველკურსელებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია (დეკანატი,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, დარგობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სპეციალისტები და მდივნები) და აკადემიური პერსონალი ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდნენ. მათ სტუდენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი მარეგულირებელი აქტები, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების წესი, სტრუქტურა და მიმდინარე პროექტები გააცნეს. 2016-2017 სასწავლო წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 160 პირველკურსელი და  32 მობილობით გადმოსული სტუდენტი ჩაირიცხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა