ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ. საბუღალტრო და საგადასახადო საქმის IV კურსის სტუდენტი ჯაბა შაინიძე პროფესორ გივი გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტია. ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა დავით კონცელიძემ და ანა ახვლედიანმა პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის და პროფესორ ვალერიან მელქაძის სახელობითი სტიპენდიები მიიღეს. ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტ მაია ბერიძესა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტ ნათია კონცელიძეს ავთანდილ ბარათაშვილის სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ. უნივერსიტეტი ულოცავს სტიპენდიანტებს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
უკან |