ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ვიზიტი კიროვოგრადის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია და ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ქეთევან გოლეთიანი ოფიციალური ვიზიტით კიროვოგრადის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.  ვიზიტი ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა.

ბათუმელი პროფესორები  კიროვოგრადის ეროვნულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის რექტორს, მიხეილ ჩერნოვოლს შეხვდნენ. რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის მიღწევები გააცნო განათლებასა და მეცნიერებაში და  ბათუმელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში  საქმიანი შეხვედრები გაიმართა ეკონომიკისა და ბიზნესის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის, ტექნოლოგიური ფაკულტეტების დეკანებთან, აკადემიურ პერსონალთან. პროფესორებმა ბადრი გეჩბაიამ და ქეთევან გოლეთიანმა  პროფესორთა  სხდომაზე ბსუ-ს შესახებ  პრეზენტაცია გამართეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბათუმელმა პროფესორებმა ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინოვაციების ცენტრი, FAB LAB-ი დაათვალიერეს. ვიზი¬ტის შედეგად დაიგეგმა ერთობლივ საგრანტო  პროექტებზე მუშაობა,  საზაფხულო სკოლების ჩატარება და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა