ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე წლის სტუდენტი გიგა ბერაძე, ერასმუს+ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვროცლავის საბანკო უმაღლეს სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრება. ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად გიგა ბერაძემ სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაირა, რომელიც ინგლისური ენის ტესტირებას, აკადემიურ მოსწრებასა და გასაუბრებას მოიცავდა.
უკან |