თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ თეიმურაზ ბერიძის, სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს დირექტორის გიორგი შიხაშვილის და ცენტრის მენეჯერთა ვიზიტი გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ვიზიტის მიზანი თსუ-სა და ბსუ-ს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის გაფართოება იყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა კვლევითი საქმიანობისა და პროექტების განხორციელების სფეროში.
შეხვედრები გაიმართა ბსუ რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან, ბსუ რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ნათია წიკლაშვილთან, ბსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჯემალ ანანიძესთან, ბსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ვლადიმერ ღლონტთან.
მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განხილვა-კონსულტაციების შედეგად ბსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და დაფუძნდა სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-სთან.
უკან |