ევროკავშირის Tempus-ის პროექტის: “ინტერნაციონალიზაციისათვის ხელშეწყობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში, კულტურული და სტრუქტურული ცვლილებების გზით PICASA“-ის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამდღიანი სემინარი ჩატარდა. პროექტის სამუშაო ჯგუფმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის ელემენტების განვითარების, კურიკულუმის, სტუდენტთა გაცვლისა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ამოქმედების საკითხები გააცნო. საერთაშორისო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინტერ-კულტურულ და საერთაშორისო პერსპექტივებს, ინიციატივებს და მათი ხარისხის უზრუნველყოფას.
უკან |