ტემპუსის საგრანტო პროექტის „ინტერნაციონალიზაციისთვის ხელშეწყობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებში, კულტურული და სტრუქტურული ცვლილებების გზით“ (”Promoting Internationalization of HEIs in Eastern Neighbourhood Countries through Cultural and Structural Adaptations (PICASA)“ ფარგლებში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე სამეცნიერო კონფერენცია “უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიული ხედვა და ხარისხის უზრუნვლყოფა” გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორებმა ნოდარ ფუტკარაძემ და ლილით მელოიან-ფუტკარაძემ.
უკან |