ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„ეფექტიანი რეფორმები და წარმატებული შედეგები: რეალობა, პერსპექტივები“

სურათი

ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტში აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 94 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ეფექტიანი რეფორმები და წარმატებული შედეგები: რეალობა, პერსპექტივები“. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ, პროფესორმა გელა მამულაძემ და ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა. სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებმა და ექსპერტებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა