ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ვიზიტი ვროცლავის უმაღლეს სკოლაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილე, პროფესორი ნათია წიკლაშვილი ერასმუს+ის ფარგლებში, 15-19 მაისს, პოლონეთში, ვროცლავის უმაღლეს საფინანსო სკოლაში იმყოფებოდა საერთაშორისო პერსონალის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ამერიკელ, ხორვატ, რუმინელ, თურქ, მექსიკელ და პოლონელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებზე ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიგეგმა. პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა ასევე ლექციების ციკლი ჩაატარა  თემაზე: ,,საქართველოს შრომის ბაზარი: პრობლემები და გამოწვევები“.
ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვროცლავის ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა. აგრეთვე შეხვედრები გაიმართა ვროცლავის ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სილეზიის სავოევოდოს მარშალისოფისის წარმომადგენლებთან. განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა