ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„ეკონომიკა და მართვა XXI-ე საუკუნეში: განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“-სამეცნიერო კონფერენცია უკრაინაში

სურათი

უმანის პავლე ტიჩინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (უკრაინა) საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  გაიმართა თემაზე: ,,ეკონომიკა და მართვა XXI-ე საუკუნეში: განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები“.  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა: ია მესხიძემ, დავით ქათამაძემ, გულიკო ქათამაძემ, და ასისტენტ პროფესორმა ნატო ჯაბნიძემ. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისა და მკვლევარების მიერ წარმოებული კვლევების შედეგები იქნა წარმოდგენილი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ უმანის პავლე ტიჩინის სახელობის სახელმწიფო პედაგოდიურ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა