სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში 4 (ეკონიმიკის სექცია ორი დღის განრიგით მუშაობდა) სექციით იყო წარმოდგენილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 38 სტუდენტმა. მომხსენებლებმა ნაშრომები წარმოადგინეს მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის, ფინანსების, გადასახადების, აუდიტის, საბანკო და საბაჟო სფეროს მიმართულებით.
მომხსენებლებმა ისეთი აქტუალურ საკითხები განიხილეს, როგორიცაა: რეკლამის უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრის გზები, სოციალური მეწარმეობა, ექსტრემალური ტურიზმი, ბიზნესის კონკურენტუნარინობა, საბანკო ინოვაციები, საბაჟო პოლიტიკა და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სახელმწიფო ფინანსები, შიდა აუდიტი, ლარიზაცია, გადასახადების დარიცხვისა და გადახდევინების სისტემაში არსებული ხარვეზები, მიგრაციის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ექსპორტის, დასაქმების, ფულადი გზავნილების, მწვანე ეკონომიკის, შრომითი მიგრაციის თანამედროვე ტენდენციები და სხვა.
უკან |