ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ მე-9 საერთაშორისო კონფერენციაში „ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები“ მიიღო მონაწილეობა. პოლონეთში, ქალაქ ტორუნში, ნიკოლოზ კოპერნიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს 21 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო წარმომადგენლებმა. ასოცირებული პროფესორმა დარგის აქტუალურ საკითხებზე წარადგინა მოხსნება და გაჩნდა შემოთავაზება წარმოდგენილი პრობლემატიკის კვლევის არეალის გაფართოებისა და სამომავლო ერთობლივი კვლევების განხორციელების თაობაზე.
უკან |