ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ახალი ტექნოლოგიების მართვა ურბანულ და აგრარულ სექტორებში“

სურათი

დღეს, I საერთაშორისო საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ახალი ტექნოლოგიების მართვა ურბანულ და აგრარულ სექტორებში“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ისრაელის ფირმა ,,ნატაფიმ-საქართველოს“ ორგანიზებით ტარდება. ერთობლივი სკოლა 2-9 აგვისტოს ჩათვლით გონიოში იმუშავებს და მასში საქართველოდან და ისრაელიდან 50-ზე მეტი პროფესორი, სტუდენტი, მეცნიერი, დარგის სპეციალისტი და ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას.

სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა, ისრაელისა და საქართველოს ურბანულ და აგრარულ სექტორებში ახალი ტექნოლოგიების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკულ კვლევას ემსახურება. სკოლის ფარგლებში დაფუძნდება სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „სტუდენტური კვლევები და პროექტები“, შეიქმნება სტუდენტური კვლევებისა და პროექტების განხორციელების ხელშემწყობი ფონდი. აღნიშნული კვლევები და კონფერენციები ჩატარდა საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს მხრიდან საქმიანი კონსულტაციებისა და მნიშვნელოვანი ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერის საფუძველზე.

საზაფხულო სკოლის პროექტის შედეგად გაფართოვდება კვლევითი მუშაობა ეკონომიკური განვითარებისა და მართვის ებრაული მოდელის ისტორიულ, თეორიულ-მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებზე დაა მათ სათანადო ადაპტაციაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ეროვნული მოდელის შექმნა-ჩამოყალიბებისა და გამოყენების პროცესში.

პროექტი საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა