საგრანტო პროექტ „ვიშეგრადის“ ფარგლებში პროექტის ექსპერტებმა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასიე ცინცაძემ და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტმა თამარ ფოლადაშვილმა უნივერსიტეტის დარგობრივ დეპარტამენტებსა და სამსახურებში ჩაატარეს ტრენინგები: „ხარისხის უზრუნველყოფა და ინტერნაციონალიზაცია უმაღლეს სასწავლებელში“ და „ხარისხის კულტურა და ბრენდის შექმნა უმაღლეს სასწავლებელში“. ტრენინგების მიზანი იყო უნივერსიტეტის პერსონალის საერთაშორისო თანამშრომლობისადმი პროფესიული და თანამედროვე მიდგომების განვითარება, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმის განვითარებისათვის ხარისხის კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილე მხარეების: სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, დამსაქმებლების, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის გაანალიზება და გაუმჯობესების გზების დასახვა.
უკან |