ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტაჟირება სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსირტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს საერტაშორისო სტაჟირებაში თემაზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური ტექნოლოგიები უმაღლეს განათლებაში:ევროპული გამოცდილება  და არსებული ტენდენციები“. სწავლება 24-30 ოქტომბერს მიხაილ ბალუდიანსკის სამეცნიერო აკადემიური საზოგადოების მიერ სლოვაკეთის და სხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებთან ერთად ჩატარდა და მიზნად ისახავდა სწავლა/სწავლების და კვლევების ინოვაციური მეთოდების შესწავლა და გამოცდილების გაზიარებას. სტაჟირების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ეფექტური პრაქტიკის, განათლებისა და მეცნიერების აქტუალური პრობლემები, შესაბამისი მარეგულირებელი და სამართლებრივი დოკუმენტები.


საერტაშორისო სტაჟირებაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა: რექტორის მოადგილე, პროფესორი ნათია წიკლაშვილი (ჯგუფის ხელმძღვანელი),  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,  პროფესორი ასიე ცინ¬ცაძე, პროფესორი ვაჟა ვერულიძე;  ასოცირებული პროფესორები: ბადრი გეჩბაია, ირინა ვაშაყმაძე, მურმან ცეცხლაძე, ეკატერინე ბახტაძე, ასისტენტ-პროფესორები: ნატო ჯაბნიძე და ირინა თავაძე, ლილით მელოიანი-ფუტკარაძე, ნარგიზ ფალავანდიშვილი  და ასისტენტი თამილა თურმანიძე.

შეხვედრები გაიმართა სლოვაკეთში (ბრატისლავას პან ევროპულ უნივერსიტეტი,  კოშიცეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), ჩეხეთში (პრაღა, ანგლო ამერიკული უნივერსიტეტი), გერმანიასა(დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი),  უნგრეთში (ბუდაპეშტი).
სტაჟირების მონაწილეების სტატიები დაიბეჭდა მიხაილ ბალუდიანსკის სამეცნიერო აკადემიური საზოგადოების  ჟურნალში.


საერთაშორისო სტაჟირებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, დაიგეგმა თანამშრომლობის მიმართულებები და შემუშავდა ერთობლივი პროექტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა