საქართველოს სინქრონული სრიალის ნაკრების „ICE LIONS BATUMI“-ის წევრებმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა ტატიანა ჯოჯუამ, ლინდა ბოლქვაძემ, მაგდა ნაკაშიძემ წარმატებულად იასპარეზეს სინქრონულ მოციგურავეთა სხვადასხვა საერთაშორისო პირველობაში. სტუდენტებმა ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში ჩატარებულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს, ხოლო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში „BUDAPEST CUP 2018“ გუნდურ ასპარეზობაში საუკეთესო გუნდების ათეულში მოხვდნენ. „ICE LIONS BATUMI“-ის საქართველოში სინქრონულ მოციგურავეთა პირველი და ერთადერთი გუნდია, ტატიანა ჯოჯუა კი - ნაკრების კაპიტანია.
უკან |